2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი (დეფლაცია), ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1 პროცენტი შეადგინა.
სერვისების ჩამონათვალს, რომელიც 2023 წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა შემდეგია:
- ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 47%
- ავტომობილის რეცხვის გადასახადი - 27%
- საბანკო მომსახურების ღირებულება - 26.3%
- მღებავის მომსახურება - 18%
- სანტექნიკოსის მომსახურება - 14.5%
- სპორტული წრის გადასახდელი - 14%
- გასართობი ცენტრის მომსახურება - 12%.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 1.8 პროცენტით განისაზღვრა.