მცენარეული რძე, გარკვეულ კლიმატურ პირობებში, უკეთესად მიიჩნევა, ხოლო ძროხის რძე უფრო ჯანსაღია.
ეს დასკვნა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგებიდან გამომდინარეობს.
მცენარეული რძეში ნაკლები ცილა და მეტი შაქარია
ბოლო წლებში ბევრმა ძროხის რძე შვრიის, სოიოს, ნუშის ან ბრინჯისგან დამზადებული მცენარეული რძით ჩაანაცვლა.
კვების პროდუქტების ტექნოლოგი და კვლევის წამყვანი ავტორი, მარიან ნისენ ლუნდი ამბობს, რომ მცენარეული რძე მნიშვნელოვნად ნაკლებ ცილას და მეტ შაქარს შეიცავს, ვიდრე ძროხის რძე.
ამის მიზეზი ის არის, რომ შვრია, სოიო, ბრინჯი და ნუში დამატებით, მათ შორის თერმულ დამუშავებას საჭიროებს, დამუშავების დროს კი ცილა იკარგება.
ძროხის რძე, რომელმაც თერმული დამუშავება გაიარა, ლიტრზე 3,4 გრამ ცილას შეიცავს, მცენარეული წარმოშობის რძე კი - 0,4-დან 1,1-მდე გრამს.
ყველა მცენარეული სასმელი ნაკლებად საჭირო ამინომჟავებს შეიცავს, ხოლო ათი მცენარეული სასმელიდან შვიდში უფრო მეტი შაქარი შედის, ვიდრე ძროხის რძეში.
ლუნდის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძროხის რძე უფრო ჯანსაღია, ვიდრე მცენარეული, ამ უკანასკნელის მოხმარება ჯანმრთელობის პრობლემებს არ ქმნის, თუ ადამიანი, ზოგადად, ჯანსაღ საკვებს მიირთმევს.
წყარო: 1tv.ge