ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა. ვირუსი ძაღლს დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, ძაღლმა 2 ბავშვი დაკბინა და კიდევ 2 ადამიანი კი ცხოველთან ახლო კონტაქტში იყო. 

ხონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ეპიდკვლევა. დავირუსებული ძაღლი მოკვდა.

მიმდინარე წელს ცოფის შემთხვევები ასევე გამოვლინდა ამბროლაურსა და მარტვილში.