ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, მანჰეტენზე არსებულ Green Bowling Park-ში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, საქართველოს გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე გოგუაძე, მეუფე საბა, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ნიუ-იორკში არსებული სხვადასხვა ქვეყნების გენერალური კონსულები და დიასპორული ორგანიზაციები.
ცერემონიალის მსვლელობის დროს ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები შესრულდა.