აფალინას ჯიშის დელფინები თამაშების დროს იღიმებიან,  - აღმოჩენა იტალიელ და ფრანგ მეცნიერებს ეკუთვნით.

სხვა დელფინებთან თამაშისას დელფინებს ღია პირი იმ დონემდე უფიქსირდებათ, რომ ეს მათ სახეზე ღიმილის იმიტაციას ქმნის. დელფინები ასევე აკოპირებენ ერთმანეთის სახის გამომეტყველებას.

აფალინა დელფინთა სპეციალური ჯიშია, რომლებიც გამოირჩევიან კომუნიკაბელურობით. ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთმანეთთან თამაშობენ. კონტაქტობენ სხვადასხვა სიგნალითა და ხმების მდიდარი რეპერტუარით. მათი თამაში ისეთი ენერგიულია, რომ დამკვირვებელს შეიძლება ჩხუბიც კი ეგონოს.

მეცნიერებმა გააანალიზეს 80 საათიანი ვიდეო, რომლის არეალშიც  ზოოპარკის 17 დელფინია მოხვედრილი. ცხოველებმა თამაშების დროს 1288-ჯერ გააღეს პირი, მხოლოდ ერთხელ - მარტო თამაშისას.

ღია პირი ამ პრიმატის მეგობრულ დამოკიდებულებას გამოხატავს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ  დელფინების ღია პირი ასევე შეიძლება იყოს თავდაცვის საშუალება. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მათი სახის გამომეტყველებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს შეხებამ და ხმებმა. ამ ყველაფრის გამოსაკვლევად დამატებითი დაკვირვება იგეგმება.

ცნობისთვის, ევროპელმა მეცნიერთა ჯგუფმა დააფიქსირა აფალინას დელფინის ყველაზე გრძელი მოგზაურობა. მან ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ 2053 კილომეტრი გაიარა.