ერთ-ერთ მთავარი პრობლემა სკოლებში დასუფთავებაა - ამის შესახებ არის საუბარი  „მშობლები განათლებისთვის“  ანგარიშში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. 

დოკუმენტში თავმოყრილია 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისა და მათი მშობლების წინაშე მდგომი გამოწვევები.

"მთავარი პრობლემა, რასაც სკოლები ასახელებენ ჩვენთან საუბარში, არის რესურსები სიმწირე, დამლაგებლების ნაკლებობა. მათი ხელფასი ხელზე არის 300, მაქსიმუმ 400 ლარი." - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ თანადამფუძნებელმა მეგი კავთუაშვილი. 

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ დასუფთავების პრობლემა დგას როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების სასწავლო დაწესებულებებში.