იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება რუსებს მოქალაქეობას უპრობლემოდ ანიჭებს, ფერეიდნელ ქართველებს არც მოქალაქეობას აძლევს და არც ბინადრობის უფლებას. ამ პოლიტიკის შედეგად ათობით ადამიანი ახლა დეპორტაციის მოლოდინშია.
ფერეიდნელები ყურადღებას და სახელმწიფოსგან თანადგომას ითხოვენ. ამბობენ, რომ ირანში ცხოვრება განსაკუთრებით საშიში ისრაელ-ირანის მზარდი კონფლიქტის ფონზე გახდა და ამიტომ სამშობლოში დაბრუნება სურთ.
"სამწუხაროდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში მასობრივად გვეუბნებიან უარს ბინადრობის გაგრძელებაზე. ვთქვათ, გადავწყვიტეთ, ქვეყანა არ დავტოვოთ და არალეგალურად დავრჩეთ ქვეყანაში, ვიცით, რომ უფრო დიდ რისკებათან არის დაკავშირებული იმ ქვეყანაში შესვლა, სადაც ომია და წარმოიდგინეთ, რომ საზღვარი არ გადავკვეთეთ, დავჩით საქართველოში არალეგალურად, ამ შემთხვევაში რა ხდება: ახალი კანონის თანამხად, გიწევთ სამმაგი ჯარიმის გადახდა, ასევე დაჭერა და გაძევება," - ამბობს ფერეიდნელი ქართველი ინტერვიუში.
"ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ფერეიდნელი ქართველები, ჩვენ, ვართ თქვენი თანამემამულეები თქვენივე გაცემული საბუთის მიხედვით და როგორც თქვენ, ჩვენც გვინდა საქართველოში დარჩეა და ცხოვრება და ძალიან გთხოვთ, ამ პრობლემას მიხედეთ, ამ ბინადრობების არგაცემაზე, გაგრძელებაზე და რა თქმა უნდა, მოქალაქეობის არგაცემაზე, რომელიც უკვე 2018 წლიდან აღარ გაცემულა ფერეიდნელ ქართველებზე," - ამბობს კიდევ ერთი ფერეიდნელი ქართველი.
ფერეიდნელი ქართველები ახლა მოლოდინის რეჟიმში არიან. არ იციან, გაიცემა თუ არა მათზე საქართველოში ბინადრობის უფლება.
შესაბამისი უწყების წარმოამდგენლები კი "პირველებთან" ამბობენ, რომ ყველა განცხადებას განხილავენ და ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ, როგორიც მათი დოკუემნტების და შინაარსის მიხედვით დგინდება.