ჩვენი პროგნოზით, უმუშევრობა 14.5%-მდე შემცირდება 2024 წელს, წინა წლის 16.4%-დან, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მე-2 კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ახალი ისტორიული მინიმუმი 13.7% შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 2.1%-ით გაიზარდა და მთლიანი დასაქმების 67.4% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულების წლიური ზრდა 10.1% იყო.

ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წლიურად 1.3 პროცენტული პუნქტით 54.5%- მდე გაიზარდა 2024 წლის მე-2 კვარტალში, თუმცა ჩამორჩება 2024 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ 55.0%-იან მაჩვენებელს.