ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ფეხბურთელი განცხადებას ზივზივაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს, იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. ჩემი შეხედულება არასდროს შეცვლილა: საქართველოს ადგილი ევროპაშია", - წერს ბუდუ ზივზივაძე.
"ქართველის ხალხის ნება ევროპული გზით სიარულია და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა", - წერს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, სოციალურ ქსელში წერს.
ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს და უნდა შეწყდეს იმ მოქალაქეებზე ძალადობა, ვინც ქუჩაში ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავს.
"მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია. ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა.
ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა. მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს", - წერს ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში.