ბათუმში სასტუმროდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა. ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით უბედური შემთხვევა 23 ივლისს გამთენიისას, „ორბი სითის" 22 სართულზე, მოხდა. სასტუმრო კომპლექსის ადმინისტრაცია ფაქტს ადასტურებს, თუმცა კომენტარს არ აკეთებს. სამართალდამცავები შემთხვევის ადგილას მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი სასტუმრო ნომერში კიდევ ერთ პირთან ერთად იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.