ბაკურიანის სოფელ ანდეზიტში 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.
ამავე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთი 11კმ-ში მდებარეობს. ბიძგები 16:38 საათზე დაფიქსირდა.