ავლაბარში, ხიდისთავის ქუჩაზე 25 ნომერში მდებარე სახლის კედელი ჩამოიშალა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა მხოლოდ მანქანა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. 

თბილისის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები.

დაზიანებული ავტომობილის მეპატრონემ, არ იცის ვის მიმართოს ზარალის ასანაზღაურებლად. მისთვის უცნობია, ვინ არის პასუხისმგებელი მიყენებულ ზარალზე.