ავიაკომპანია, RusLine 2026 წლის დასაწყისში პერმსა და სოხუმს შორის საახალწლო რეისების სერიას შეასრულებს.

ინფორმაციას ავიაკომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით რუსული “კომერსანტი” ავრცელებს.

კანადური წარმოების Bombardier CRJ100/200 თვითმფრინავებით რეისები 3, 4, 10 და 11 იანვარს შესრულდება. ცალმხრივი ბილეთის ფასი 8300 რუბლიდან (104 დოლარიდან) დაიწყება.