The Hollywood Reporter-ის ცნობით, ნინო ხარატიშვილის „მერვე სიცოცხლის“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ.  გამოცემა წერს, რომ ნინო ხარატიშვილის წიგნის სატელევიზიო ვერსიაზე „ოსკარისა“ და „ემის“ მფლობელი პროდიუსერები იმუშავებენ.

"მერვე სიცოცხლე" ქართული ოჯახის შესახებ ეპიკური საგაა, 1900 წლიდან 21-ე საუკუნის დასაწყისამდე, საბჭოთა კავშირის შექმნისა და დაშლის პერიოდში თაობების ცხოვრების შესახებ.

The Hollywood Reporter-ის ცნობით სერიალის პროდიუსერები იქნებიან მალტე გრუნერტი, ამელი ფონ კიენლინი და სუზანა კაპიცკი. ასევე საიმონ კორნუელი, სტივენ კორნველი და მიქელე ვოლკოფი.