ანაკლიის კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ჟან-პატრიკ ვუაზა თბილისში არსებულ ვილას 6.5 მლნ დოლარად ყიდის.
უძრავი ქონების სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიის საერთო ფართი 2000 კვ.მ-ია, ხოლო სახლის საერთო ფართი 1500 კვ.მ-ი.
ცნობისთვის, ჟან-პატრიკ ვუაზა ანაკლიის კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2019 წელს გახდა, მაშინ როდესაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მათ წინააღმდეგ აღძრული სასამართლო პროცესისგან პროექტის დაცვის მიზნით სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს.
ჟან-პატრიკ ვუაზას სახელს უკავშირდება უკრაინული საინვესტიციო ჰოლდინგი Concorde Capital და ფრანგული ბიოტექნოლოგიური კომპანია Magnisense.