Amazon-ის მომხმარებელმა, ონლაინ პლატფორმიდან ორი Samsung 9100 PRO 2TB SSD შეუკვეთა.

თითოეულის ფასი დაახლოებით 250 დოლარი იყო, თუმცა, ორის ნაცვლად, მან მიიღო SSD-ების ორი სრული ყუთი. მომხმარებლის შეფასებით, ამ მოულოდნელი ტვირთის საერთო ღირებულება დაახლოებით 6000 დოლარია.

Amazon-ის მხარდაჭერის სამსახურთან დაკავშირების შემდეგ, მას უთხრეს, რომ ნივთის დაბრუნების ვალდებულება მას არ ჰქონდა, რადგან ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) რეგულაციების თანახმად, მყიდველებს უფლება აქვთ დაიტოვოს ის ნივთები, რომლებიც არ შეუკვეთეს, მაგრამ შეცდომით მიიღო.