,,თეგეტა ჰოლდინგი" გურიაში არსებულ სტიქიას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ.
,,უკვე რამდენიმე დღეა, რაც დასავლეთ საქართველო სტიქიას ებრძვის.
ამ წუთებში, „თეგეტა ჰოლდინგის“ მძიმე ტექნიკა მიემართება დასავლეთისკენ, რათა დავეხმაროთ ადგილობრივებს გზის გაწმენდით სამუშაოებში.
გარდა ამისა, საჭიროებებიდან გამომდინარე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ შევუკვეთეთ მაღალი გამავლობის ტექნიკის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები, რომლებიც მაქსიმუმ 2-3 დღეში საქართველოში იქნება და მათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადავცემთ.
იმედს ვიტოვებთ, რომ ერთიანი ძალებით შევძლებთ სტიქიასთან გამკლავებას." - წერია განცხადებაში.