„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიის მიმართულებით დამატებით 4 ავიარეისი დანიშნა“ – ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
„დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 9 -14 აპრილის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:
9 აპრილი: ნატახტარი - მესტია, გაფრენა -16:00 საათზე, მესტია-ნახატხარი გაფრენა - 17:20 საათზე
14 აპრილი: ნატახტარი - მესტია, გაფრენა - 16:00 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა - 17:20 საათზე.
შეგახსენებთ, 1 გზის ბილეთის ღირებულება ნატახტარი-მესტიის მიმართულებით - 90 ლარს შეადგენს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე: https://www.airports.ge/flight/list?page=2“ – ნათქვამია ინფონრმაციაში.