აჭარაში ტურისტული სეზონი დღეს გაიხსნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით „ანბანის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი. გაიმართება კონცერტები, მოწყობილია ღია კაფეები, გასართობი სივრცეები, რომლებიც ტურისტებს მოემსახურებათ. სანაპიროზე კი 12:00 საათიდან ფრანების შოუ მოეწყობა. დღეს ასევე დაგეგმილია ველო-მარათონი და სხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები.
ღონისძიებების მასპინძელი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტია. აჭარაში წელს 4 მილიონზე მეტ ტურისტს ელოდებიან.