შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.
სახელმწიფო უწყებების შენობებზე 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე დაშვებული იქნება დროშები.
შოვის კურორტზე მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა.
მაშველები და სამხედროები სტიქიის ზონაში დაკარგულ 17-მდე ადამიანს ეძებენ, რომელთა შორის რამდენიმე ბავშვია.