ჩვენ, რბილად რომ ვთქვათ, ომის ფრონტზე ძალიან კარგად ვმუშაობთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა და ირანთან ომის საწყისი დღეები დიდ წარმატებად გამოაცხადა.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის წარმატებას 10-ბალიანი შკალიდან დაახლოებით 15-ით აფასებს.

„ირანის რაკეტები სწრაფად ნადგურდება, მათი გამშვები დანადგარები ნადგურდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანი მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებს ახორციელებს.

„ისინი თავს ესხმიან მეზობლებს. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი თავს ესხმიან მოკავშირეებს ან მათ, ვინც არც ისე დიდი ხნის წინ მათი მოკავშირეები იყვნენ. ეს სინამდვილეში არის ერი, რომელიც კონტროლიდან იყო გასული,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ მას არ აქვს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება უხელმძღვანელოს ირანს.

„მათი ხელმძღვანელობა სწრაფად იშლება. ყველა, ვისაც ლიდერობა სურს, საბოლოოდ კვდება“, – აღნიშნა ტრამპმა.

1tv.ge