სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 3 წელში 17 მშობიარის გარდაცვალების საკითხი განიხილა და 35 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს.

როგორც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო წერს, 13 ექიმს „წერილობითი გაფრთხილება“ მიეცა, 18-ს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა სხვადასხვა ვადით, ხოლო 4-ს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა.

„2020-22 წელს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, განხილულ იქნა დედის (მშობიარის) გარდაცვალების 17 საკითხი და დაისვა 43 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 35 ექიმს. 13 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“ (2020წ-6; 2021წ-4; 2022წ-3); 18 ექიმს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით (2020წ-4; 2021წ-7; 2022წ-7); 4 ექიმს გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი (2022წ-4)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.