ალბანეთი, ჰონგ-კონგი და ეგვიპტე 2027 წელს ყველაზე პოპულარული და პერსპექტიული ტურისტული მიმართულებები იქნებიან, ნათქვამია მსხვილი ბრიტანული ტურისტული ალიანსის, Advantage Travel Partnership-ის მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზში. ანალიტიკოსების აზრით, მომდევნო წლებში მოგზაურთა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები იქნება ფასისა და ხარისხის ოპტიმალური თანაფარდობა, ალტერნატიული (არატურისტული) ადგილებისადმი ინტერესი და კომპლექსური საექსკურსიო მარშრუტები.
წლის მთავარ აღმოჩენად ალბანეთს ასახელებენ. ქვეყანა ტურისტებს იზიდავს ხმელთაშუა ზღვის კლიმატით, სუფთა პლაჟებით და ტრადიციულ ევროპულ კურორტებთან შედარებით ხელმისაწვდომი ფასებით. გრძელვადიანი მოგზაურობის სეგმენტში ექსპერტებმა ასევე დააფიქსირეს მოთხოვნის მკვეთრი ზრდა: ჰონგ-კონგში დაჯავშნები 64%-ით, ხოლო ეგვიპტეში - 53%-ით გაიზარდა. სწრაფად მზარდი ბაზრების სიაში ასევე შევიდნენ ვიეტნამი (დაჯავშნების 30%-იანი ზრდა) და სამხრეთ აფრიკა (23%-იანი ზრდა).
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე