„ვინც აჯანყება მოაწყო, იარაღი აიღო თავისი თანამებრძოლების წინააღმდეგ და უღალატა რუსეთს, პასუხს აგებს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგანგებო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, პრიგოჟინი უბიძგებს ქვეყანას ანარქიისა და არეულობისკენ, რაც საბოლოოდ მარცხს გამოიწვევს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ძალებმა მიიღეს საჭირო ბრძანება გაანეიტრალონ აჯანყების მომწყობები. 

„მივმართავ იმ რუსებს სამხედრო და სამართალდამცავ ორგანოებს და მათ, ვინც მოტყუებითა და მუქარით აიძულეს შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობა. რუსეთი მძიმე ბრძოლას აწარმოებს თავისი მომავლისთვის, დასავლეთის მთელი სამხედრო, ეკონომიკური და საინფორმაციო მანქანა რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს არის ბრძოლა, როცა ჩვენი ხალხის ბედი წყდება, ყველა ძალის ერთიანობას მოითხოვს! ყველაფერი, რაც გვასუსტებს, ყოველგვარი შუღლი, უნდა გადავდოთ გვერდზე! ეს არის ზურგში დარტყმა ჩვენ ქვეყნისთვის და ჩვენს ხალხისთვის.

ქმედებები, რომლებიც არღვევს ჩვენს ერთობას, არის ზურგში დარტყმა და განდგომა საკუთარი ხალხისგან. ასეთი დარტყმა რუსეთს 1917 წელს მიაყენეს. ინტრიგები, ჯარის ზურგს უკან ბრძოლა კატასტროფაში გადაიზარდა.

განხორციელდება გადამწყვეტი ქმედებები დონის როსტოვში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის.

ვინც აჯანყება მოაწყო, იარაღი აიღო თავისი თანამებრძოლების წინააღმდეგ და უღალატა რუსეთს, პასუხს აგებს. პრიგოჟინი უბიძგებს ქვეყანას ანარქიისა და არეულობისკენ, რაც საბოლოოდ მარცხს გამოიწვევს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ძალებმა მიიღეს საჭირო ბრძანება განეიტრალონ აჯანყების მომწყობები“, - განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, პარასკევს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასამხედროებული დანაყოფზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც მისი თქმით „ვაგნერში“ დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ამის შემდეგ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში მყოფი 25 000 მებრძოლი დაიძრა, რომ აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს. 

დღეს, 24 ივნისის სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერმა“ დონის როსტოვში სამხედრო ობიექტებზე კონტროლი დაამყარა. ამას გარდა, ანტიტერორისტულ კომიტეტის ცნობით, მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით „ვაგნერელებს“ გეზი მოსკოვისკენ აქვთ, რის გამოც მოსკოვის მისასვლელების ჩაკეტვა და სატვირთო მანქანებით ჩახერგვაა დაწყებული.