უკრაინის შესახებ ევროკავშირის რეზოლუციების დაახლოებით 41 პროცენტი უნგრეთმა დაბლოკა, ევროპის სამშვიდობო ფონდი დაბლოკილია, ამჟამად მიმდინარეობს გაწევრიანების დაწყება, უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს უნგრეთი აფერხებდა და მე ჩამონათვალის გაგრძელება შემიძლია, დეკლარაცია საქართველოს შესახებ, ევროპის მშვიდობის ფონდი სომხეთისთვის, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

ლანდსბერგისის განცხადებით, ძირითადად, ევროკავშირის მიერ საჭირო გადაწყვეტილებები ბლოკირებულია მხოლოდ ერთი ქვეყნის მიერ.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ იმის დანახვა, რომ ეს უკვე სისტემური მიდგომაა ევროკავშირის ნებისმიერი მცდელობის მიმართ, ჰქონდეს რაიმე მნიშვნელოვანი როლი საგარეო საქმეებში. ეს არ არის ცალკეული შემთხვევები და დროა, დავიწყოთ ამაზე საუბარი. მე ვიცი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება, არადიპლომატიურ საქციელად მოგეჩვენოთ, რადგან თქვენ იცით, რომ ჩვენ კეთილი და თავაზიანი ხალხი ვართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან, ძალიან შორს წავიდა,“ – განაცხადა ლანდსბერგისმა.