„ჩემი აზრით, ტრამპი არ არის ღირსეული ადამიანი და ის არ შეესაბამება ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობას", - ამის შესახებ ანალიტიკოსი საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებში, გია ნოდია, სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.

„მე არ გამხარებია ტრამპის მოგება. ჩემი აზრით, ტრამპი არ არის ღირსეული ადამიანი და ის არ შეესაბამება ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობას.

მაგრამ მე რას ვფიქრობ ტრამპზე, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რატომ მისცა მას ხმა ხალხმა.

ჰოდა, ამაზე მოკლე პასუხი მაქვს:

ტრამპი არის დემოკრატების ბრალი!

ტრამპი არის დემოკრატების ბრალი!

ტრამპი არის დემოკრატების ბრალი!

სამწუხაროდ, ამერიკელმა დემოკრატებმა (ან "ლიბერალებმა", როგორც მათ ამერიკაში ეძახიან) ეს ვერაფრით გაიგეს. ამიტომ დაიმსახურეს, რომ ჰყავდეთ ტრამპი", - წერს ნოდია.