თბილისში ბანგლადეშის საკონსულო იხსნება.

საკონსულო დაწესებულების გახსნის შესახებ შესაბამისი განკარგულება დღეს გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

„გაიცეს თანხმობა ქალაქ თბილისში, საპატიო კონსულის მეთაურობით, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების (საკონსულო ოლქი - საქართველოს მთელი ტერიტორია) გახსნის შესახებ“, - ნათქვამია განკარგულებაში.

ცნობისთვის, დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 27 აგვისტოს.