დღეს, გამთენიისას სოჭის პორტიდან ბათუმის პორტში საკრუიზო გემი შემოვიდა. ხომალდზე  "ასტორია გრანდე " სხვებთან ერთად რუსი ტურისტებიც იმყოფებიან. კრუიზმა, ახალი მარშრუტით პირველი რეისის შესრულება 22 ივლისს დაიწყო. 

ტურისტებს ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას სთავაზობენ.