საქართველოს მთავრობა, ამ ნაბიჯით, დაშორდა თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს.

„მიუხედავად იმისა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათი მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით“, - აცხადებს სენატორი.

შეგახსენებთ, რომ ­პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.