სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება - ინფორმაციას მე-5 პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო 2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს.

მთავრობის წარმომადგენლები არ დასწრებიან არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმს.

მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 61-ე კონფერენცია 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი.