საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პაპუნა ჯანელიძე ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც საქართველოს პრემიერმა საჯარო მოხელეებზე იერიში მიიტანა და მათ დისკუსიაში ჩართვა შესთავაზა, სოციალურ ქსელში პასუხობს.
პაპუნა ჯანელიძეს მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ირაკლი კობახიძესთან დისკუსია გამართოს.
„მე მზად ვარ დავჯდე თქვენთან ერთად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გავმართო საჯარო დისკუსია. მგონი, კარგად მიცნობთ და ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ ჩემს გულწრფელობაში. თუ რაიმე შედეგს მიაღწია "ქართულმა ოცნებამ" ევროინტეგრაციის გზაზე, მოკრძალებული წილი მეც მიმიძღვის. ამასთან, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ და არც ძალაუფლებისთვის ვიბრძვი",- წერს პაპუნა ჯანელიძე.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საჯარო მოხელეებს, რომლებიც მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის შეჩერებას გაემიჯნენ, "წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა აქვთ".