საფრანგეთის საელჩოს განცხადებით, 2012 წლიდან საფრანგეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერა 945 მლნ ევროს შეადგენს.

2012 წლიდან გაწეული საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერა უფრო კონკრეტულად ასეთია:

საბიუჯეტო სესხები - 724 მლნ ევრო;

სესხები კერძო სექტორში - 185 მლნ ევრო;

გრანტები - 35 მლნ ევრო;

ენერგეტიკის სფეროში დახარჯეს €415 მილიონი;

სოციალური დაცვის სფეროში - €201 მილიონი;

კერძო სექტორის გაძლიერებისთვის - €185 მილიონი;

სასმელი წყალი და წყალარინება - €96 მილიონი;

სარწყავი სისტემა - €49 მილიონი; მათ შორის, ხაშურში 64000 ადამიანის წყლით მომარაგება და ზედა სამგორში სოფლის მეურნეობის სარწყავი სისტემების მოწყობა, - ნათქვამია საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.