მოლდოველი ოლიგარქი, ვლადიმირ პლაჰოტნიუკი, რომელიც ივლისში საბერძნეთში დააკავეს, მოლდოვას გადასცეს.

ვლადიმირ პლაჰოტნიუკი მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ყოფილი პრეზიდენტია. მას  მოლდოვის არაფორმალურ მმართველად ასახელებდნენ. პლაჰოტნიუკს ბრალი ედება დიდი ოდენობით ფულის გათეთრებაში.

2019 წელს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მან მოლდოვა დატოვა. მოლდოვას მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. 2020 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პლაჰოტნიუკი შავ სიაში შეიყვანა. 2025 წლის თებერვლის დასაწყისში ის ინტერპოლით ძებნილთა სიაში იყო.