საარჩევნო უბანი გაიხსნება ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა.

„ჩვენ ვიმოქმედებთ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გაიხსნება უბანი“, -  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.