უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერის ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, რუსები ოჩამჩირეში პორტის ინფრასტრუქტურის აღსადგენად აქტიურად მუშაობენ.

მისი თქმით, ოკუპანტებმა გემების ნაწილი ნოვოროსიისკში გადაიტანეს. თუმცა, იქ არსებული პატარა ნავსადგური ვერ იტევს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყველა გემს, ამიტომ კრემლმა გადაწყვიტა ამისთვის გამოეყენებინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია.

„ქალაქ ოჩამჩირეში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, ეს არის აფხაზეთი - რუსებმა იქ ჩაატარეს ფსკერის გამაღრმავებელი სამუშაოები, პორტის ინფრასტრუქტურა აღადგინეს, რათა იქ სამხედრო გემების ბაზირება უზრუნველყონ. მაგრამ ეს ადგილიც ისევ პატარა  იქნება“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა.

სკიბიცკის განმარტაებით, რუსეთის მიერ შავი ზღვის ფლოტის ხომალდების დისლოკაციის შეცვლა განპირობებულია ანექსირებულ ყირიმზე უკრაინის გახშირებული იერიშებითა და ოპერაციებით და ოკუპანტები ხვდებიან, რომ ომი ყირიმის ტერიტორიაზე გადავიდა.