„როგორც კი პარლამენტის დეპუტატების რაოდენობა კიდევ 2-ით შემცირდება, ეს თავყრილობა უკვე ოფიციალურად გაფორმდება როგორც არაქმედუნარიანი“, - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელი და  პარლამენტის მიერ, 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ეხმაურება.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის დეპუტატების რაოდენობა კიდევ 2-ით შემცირდება, ორგანო გამოცხადდება არაქმედითუნარიანად იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქციას ვერ შეასრულებს.

„რუსთაველის 8-ში არსებული თავყრილობა 101 ადამიანამდე შემცირდა. ყველამ ძალიან კარგად იცის ეს რას ნიშნავს. როგორც კი ეს რიცხვი კიდევ 2-ით შემცირდება, ეს თავყრილობა უკვე ოფიციალურად გაფორმდება როგორც არაქმედუნარიანი, ვინაიდან მას აღარ შეეძლება კონსტიტუციით დაკისრებული ფუნქციების შესრულება. ასეთი ბევრია, მაგრამ ერთიც რომ იყოს უკვე არაქმედუნარიანია!

ეს კი უმნიშვნელოვანესია იმ გზის წარმატებისთვის, რომელმაც ახალ არჩევნებთან უნდა მიგვიყვანოს.

ხოდა კი იცით ვისაც ეხება და რაც უნდა ქნათ და გელით!“,- წერს თინა ხიდაშელი.