გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქვეყნის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია წარადგინა. დოკუმენტში, რომლის ძირითადი ნაწილიც საგარეო პოლიტიკის კონტურების მოხაზვაა, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივაზეც.

გერმანიის უსაფრთხოების სტრატეგიაში ევროკავშირის გაფართოების შესახებ ჩანაწერებში საქართველო სულ ორჯერ არის ნახსენები და ორივე შემთხვევაში ის გამოყოფილია უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისგან და ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება უფრო მოგვიანებით არის შესაძლებელი.

"ჩვენს მიზნად რჩება ევროპა, რომელიც მშვიდობას და თავისუფლებას აერთიანებს. გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას უკრაინისთვის, მოლდოვის რესპუბლიკისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, ასევე, პერსპექტივაში საქართველოსთვის", - ნათქვამია დოკუმენტში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნებმა გაატარონ რეფორმები და აჩვენონ მზადყოფნა ევროკავშირის წევრობისთვის.

ვრცლად radiotavisupleba.ge