„ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე ისნისა და ნაძალადევის ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისნის ორგანიზაციას ისნის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკა ელისაშვილი უხელმძღვანელებს, ნაძალადევის ორგანიზაციას – დავით ჭელიძე.
პარტიაში განმარტავენ, რომ ამით დასრულდა „ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციები, რომლებზეც დედაქალაქის ათივე მუნიციპალიტეტის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.