თბილისის შემოსასვლელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა იყო. სამართალდამცავებმა ადგილზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
გარდა ამისა, შეხლა-შემოხლის გამო, აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა.
დემონსტრანტები გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობდნენ, სამართალდამცველები მოწოდებდნენ დემონსტრანტებს გზა გაეთავისუფლებინათ. საბოლოოდ, „თბილისი მოლთან“ შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს - ამ დროისთვის თბილისის შესასვლელთან საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია.
მანამდეც არაერთხელ დაიძაბა ადგილზე ვითარება, პოლიციამ დააკავა აქციის მონაწილეები, მათ შორის ოპოზიციონერები ნიკა მელია და გიგი უგულავა, ასევე აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი.
წყარო: ipn.ge