პარლამენტთან აქცია ლოზუნგით „გავათენოთ საქართველოსთვის" იწყება. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირზე ღამის გათენებას გეგმავენ, რადგან ხვალ, 13 მაისს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოსმენა აქვს დაგეგმილი.