პარლამენტმა მესამე მოსმენით, 76 ხმით მიიღო „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტი.
ინერგება და რეგულირდება წყლის რესურსების მართვის ახალი პრინციპები, სისტემა, სტანდარტები, რომელთა საფუძველზეც შეიქმნება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები და წყლის რესურსების მართვის სრული სამართლებრივი ბაზა განისაზღვრება.
კანონპროექტის მიზანია კლიმატური ცვლილებების და ზოგადად ბუნებრივი პროცესების გათვალისწინებით, წყალი იყოს თანაბარზომიერად ხელმისაწვდომი და წყლის რესურსები დაცული დაბინძურებისგან.
„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი კომპლექსურ საკანონმდებლო ცვლილებებს ითვალისწინებს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, სრულად ცვლის წყლის რესურსების მართვის პრინციპებს და აყალიბებს წყლის რესურსების მართვის ერთიან, წყლის რესურსების მართვის სფეროში მოქმედი ევროდირექტივების შესაბამის თანამედროვე სისტემას.