მიხეილ ყაველაშვილი ტელეკომპანია "იმედთან" ექსკლუზიუტრ ინტერვიუში რადიკალური ფრთის პოლიტიკოსებზე საუბრობს, რომლებიც, მისივე შეფასებით, არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდეგ პროცესების რადიკალიზაციისთვის და გადატრიალებაზე აქცენტის გაკეთებისთვის ემზადებობდნენ. ყაველაშვილი ამტკიცებს, რომ, რომ ეს წინასწარ გათვლილი თემა იყო.
"ჩვენდა სამწუხაროდ, ესეც გათვლილი თემა იყო, რომ ამ შეხლა-შემოხლას გაბრაზება უნდა მოჰყოლოდა. ის ნაწილი [ადამიანების], რომელიც ბუნებრივად იღებს, რომ არ მოსწონს ნაცემი ახალგაზრდა და გაბრაზებული გამოდის გარეთ, რა თქმა უნდა მე სოლიდარული ვარ მის მიმართ, მაგრამ ასევე მინდა ის სოლიდარული იყოს იმ პოლიციელის მიმართ“, - ამბობს ყაველაშვილი და ძალოვან სტრუქტურებს მადლობას უხდის რთულ პირობებში გაწეული შრომისთვის.
მისივე თქმით, მათი მმართველობის პერიოდში, ფაქტი არ ყოფილა, რომ პოლიციას მშვიდობიანი აქცია დაეშალა ან ძალადობის აქტს ადგილი ჰქონოდეს.