Facebook-მა საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული 80 ფეისბუკის ანგარიში, 26 გვერდი, ცხრა ჯგუფი და ორი ინსტაგრამანგარიში კოორდინირებული არაავთენტოკური ქცევის გამო გააუქმა. ამის შესახებ კომპანია META კვარტალურ ანგარიშში წერს.
„ამ აქტივობის უკან მდგარი ხალხი ეყრდნობოდა ყალბ ანგარიშებს, რათა ემართათ ფიქტიური პერსონები, ჯგუფები და გვერდები, გამოაქვეყნებდნენ, კომენტარს აკეთებდნენ და იწონებდნენ თავიანთ მასალას, რათა უფრო ნახვადი ყოფილიყო. ეს გვერდები და ჯგუფები წარმოადგენდნენ ადგილობრივ, დამოუკიდებელ, პროსამთავრობო ჯგუფებს. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდასაჭერი მასალების პოპულარიზაციისთვის ქსელი ფუნქციონირებდა უწყვეტად, მათ შორის ოფიციალური სამთავრობო გვერდების და პროსამთავრობო მედიის ანგარიშების მიერ გაზიარების ფუნქციის გამოყენებით. ისინი ასევე აზიარებდნენ ოპოზიციის კრიტიკის შემცველ ინფორმაციებს, განსაკუთრებით ბოლო საჯარო საპროტესტო გამოსვლების დროს, რომელიც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის შესახებ უკვე უკან წაღებულ საკანონმდებლო წინადადებას უკავშირდება.“- ნათქვამია ანგარიშში.
ფეისბუკი წერს, რომ მიმდინარე ოპერაცია საპროტესტო მოვლენების პარალელურად რეალურ დროში მიმდინარეობდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის უკან მყოფი პირები ცდილობდნენ თავიანთი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას, ჩვენმა გამოძიებამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან აღმოაჩინა კავშირი". - წერია ანგარიშში.
Facebook-ის თანახმად, მასალის დასარეკლამებლად ფეისბუკსა და ინსტაგრამზე დაახლოებით $33 500-ა დახარჯული