"ძალიან მალე მადურო და ივანიშვილი მოსკოვში ასადის მეზობლები იქნებიან, მაგრამ სად აპირებენ ისინი წასვლას, როცა ომის დამნაშავე პუტინის ტყუილების იმპერია ჩამოიშლება?" - წერს აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და კონგრესმენი(რესპუბლიკური პარტია), ჯო უილსონი X-ზე.
მან კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა დემოკრატიებისა და ავტოკრატიების ურთიერთმიმართებას ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში.
"ჩვენ კონფლიქტში ვართ, რომელიც არ აგვირჩევია დემოკრატიებს შორის, რომელთა კანონის უზენაესობაში დიქტატორული აგრესიის ღერძი იჭრება იარაღის უზენაესობით და მათ ომის კრიმინალი პუტინი, ჩინეთის კომუნისტური პარტია, ირანის რეჟიმი და ტირანი მადურო, კიმ ჩენ ინი, დიას-კანელი და ივანიშვილი ხელმძღვანელობენ. ტრამპი ამას გამოასწორებს," - წერს ამერიკელი კონგრესმენი და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი X-ზე.