23 ივლისს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტში განიხილავენაშშ-ის პოლიტიკას საქართველოსა და მოლდოვის მიმართ 2024 წლის საპარლამენტო არჩნევნების წინა პერიოდში.

განხილვაზე სიტყვით წარსდგება: სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოადგილე, ჯოშუა ჰაკი, რომელიც სამხრეთ ევროპისა და კავკასიის მიმართ აშშ-ს პოლიტიკას ზედამხედველობს. ასევე, სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონული საკითხებში, კრისტოფერ სმიტი და USAID-ში ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის ასისტენტის მოადგილე, ალექსანდერ სოკოლოვსკი.

შესაძლოა, მომხსენებელთა სია კიდევ გაიზარდოს.

განხილვა საქართველოს დროით 22:00 საათზე არის ჩანიშნული.