ყველა ქვეყანას, დიდს თუ პატარას, ძლიერს თუ სუსტს, მდიდარს თუ ღარიბს, აქვს უფლება თანაბრად მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო საქმეებში. ის უთანასწორო სიტუაცია, როდესაც რამდენიმე ქვეყანა გლობალური მმართველობის მონოპოლიზაციას ახდენს, არ უნდა გაგრძელდეს,- ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა ჩინელი ხალხის იაპონიის აგრესიასთან ბრძოლისა და მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩინეთის ელჩის შეფასებით, დღესდღეობით არასტაბილური მდგომარეობა პროგრესირდება, ხშირია რეგიონული არეულობა, ეკონომიკური განვითარება შეფერხებულია, იზრდება გლობალიზაციის საწინააღმდეგო განწყობა, იგრძნობა წესებისა და კანონის უზენაესობის ნაკლებობა და მმართველობის დეფიციტი.

,,ამ თვის დასაწყისში, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა თიენძინში გამართულ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) +“ კონფერენციაზე გლობალური მმართველობის ინიციატივა წამოაყენა და მის გასაძლიერებლად და გასაუმჯობესებლად საკუთარი გეგმა წარადგინა. აღნიშნული ინიციატივა შეესაბამება ყველა ქვეყნის ხალხის უნივერსალურ მისწრაფებებს და დღევანდელი მსოფლიოს გადაუდებელ საჭიროებებს. წარდგენის შემდეგ, ინიციატივას მხარი დაუჭირა მრავალი ქვეყნის ლიდერმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ. გლობალური მმართველობის ინიციატივა ხუთ ძირითად კონცეფციას მოიცავს: სუვერენული თანასწორობის დაცვა, საერთაშორისო სამართლის უზენაესობის დაცვა, მულტილატერალიზმის მიხედვით მოქმედება, ხალხზე ორიენტირებული მიდგომა და მოქმედებაზე ორიენტირება. ეს ხუთი კონცეფცია განმარტავს იმ პრინციპებს, მეთოდებსა და გზებს, რომლებსაც უნდა მივყვეთ გლობალური მმართველობის რეფორმირებისა და სრულყოფისთვის. სუვერენული თანასწორობა გლობალური მმართველობის მთავარი წინაპირობაა. ყველა ქვეყანას, დიდს თუ პატარას, ძლიერს თუ სუსტს, მდიდარს თუ ღარიბს, აქვს უფლება თანაბრად მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო საქმეებში. ის უთანასწორო სიტუაცია, როდესაც რამდენიმე ქვეყანა გლობალური მმართველობის მონოპოლიზაციას ახდენს, არ უნდა გაგრძელდეს. საერთაშორისო სამართლის უზენაესობა გლობალური მმართველობის ფუნდამენტური გარანტიაა. საერთაშორისო სამართალი და წესები ის საერთო პრინციპებია, რომლებიც ყველა ქვეყანამ ერთობლივად უნდა დაწეროს, შეინარჩუნოს, დაიცვას და განახორციელოს. გამონაკლისები არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს",- აღნიშნა ჩინეთის ელჩმა საქართველოში.