26 მაისს, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება ლონდონის ისტორიულ Vintner’s Hall-ში, რომელიც ცნობილია როგორც "ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის სულიერი სახლი".
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ, დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, კრისტოფერ ალანმა და პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ, ჯონათან ჯანოგლიმ.
ელჩმა ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაზე, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებაზე მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე და ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და წარმატებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე.
ბრიტანეთში ქართული ღვინის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციის მიზნით, საელჩოს მხარდაჭერით მიღებაზე წარმოდგენილი იყო 100-მდე სახეობის სხვადასხვა ქართული ღვინო, მათ შორის 20 ქართველი მეღვინე ქალის პროდუქცია.
ღონისძიებას 300-მდე სტუმარი ესწრებოდა ბრიტანეთის სამთავრობო სტრუქტურებიდან, პარლამენტიდან, ანალიტიკური ორგანიზაციებიდან და ასევე ქართული დიასპორის, დიპლომატიური კორპუსის, თავდაცვის, კულტურისა და ბიზნესის წარმომადგენლები.