რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შემდეგ, პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა.

ავიაკომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე 70-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

რუსული თვითმფრინავის საქართველოში ჩამოსვლის პარალელურად, აეროპორტთან საპროტესტო აქცია იმართება.