estonianworld-ის ინფორმაციით, ესტონეთის პრემიერ მინისტრი, კაია კალასი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ახალი გენერალური მდივნის პოზიციაზე კანდიდატად დასახელდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კალასმა უკვე მოიპოვა საფრანგეთის, აშშ-ის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა.
მისი არჩევის შემთხვევაში, ის პოლიტიკურ-სამხედრო ბლოკის პირველი ქალი და პირველი აღმოსავლეთ-ცენტრალურ ევროპელი ლიდერი გახდება.