ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი - გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან ლი ციანთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე გაზრდა მოიტანს ცვლილებებსა და კონკრეტულ შედეგებს საქართველოსა და ჩინეთში.
“ბატონო პრემიერო, დიდი პატივი და სიამოვნებაა ჩემთვის დღეს თქვენთან შეხვედრა. უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა რომ დიდად ვაფასებთ ჩინეთთან ურთიერთობას და მეგობრობას.
ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი - გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა.
ბატონო პრემიერო, მე მქონდა პატივი და შესაძლებლობა შევხვედროდი პრეზიდენტ სი ძინპინს ქ. ჩენგდუში და უსაზღვროდ მადლობელი ვარ მისი თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის.
ასევე, მქონდა პატივი დავსწრებოდი მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიას, რომელიც ფანტასტიკური და დიდად სანახაობრივი იყო. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება პრეზიდენტი სი ძინპინისა და თქვენდამი.
ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი პატივი გვერგო იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენს ურთიერთობას სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ზრდის.
მიმაჩნია, რომ ეს მოიტანს კონკრეტულ შედეგებს საქართველოსა და ჩინეთში. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რაც უკვე ვახსენე პრეზიდენტ სი ძინპინთან, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. აქვე მინდა გამოვხატო მადლიერება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
დიდად ვაფასებთ ჩინეთთან მეგობრობას და თანამშრომლობას. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას და საუბარს, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა!”, - განაცხადა პრემიერმა.
„ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი“ - ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრემიერს

NATO აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე – ირაკლი კობახიძე
უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე საუბარი არის ქართველი ხალხის დაშანტაჟების მორიგი მცდელობა - ირაკლი კობახიძე
„დღეს, ის ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას თვითმმართველობის არჩევნებზე“ - ირაკლი კობახიძე
საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობისთვის ვართ აბსოლუტურად ღია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს - ირაკლი კობახიძე
ირანი ყოფილი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის მკვლელობის ფაქტს უარყოფს